პროექტებით სწავლება
Sunday, May 15, 2016
მეცხრე დღე
დღეს დავასრულეთ, შევავსეთ, განვავრცეთ პროექტის სასწავლო გეგმის შინაარსი როგორც პროექტის სასწავლო გეგმაში, ასევე ჩვენს პროექტში, შევავსე მოსწავლის პროექტის ნიმუში, წარმოვადგინეთ პრეზენტაციები, ძალიან საინტერესო იყო მუშაობა. დიდი მადლობა ქალბატონ ნინოს და ქალბატონ ხათუნას.
Saturday, May 14, 2016
მერვე დღე
შევცვალეთ ბლოგის დიზაინი, შევასწორე შეცდომა სათაურში, შევქმენით ფურცლები, ვისწავლეთ ფურცლების ზოლის - მენიუს ზოლის გამოტანა, ჩვენი საქაღალდე გავაზიარეთ ბლოგზე, დავათვალიერეთ ერთმანეთის ბლოგები. ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ვიმუშავეთ.
Thursday, May 12, 2016
მეშვიდე დღე
ვიმუშავე სასწავლო გეგმის პროექტის შაბლონზე, შევავსე შეფასების მოკლე მონახაზი, სასწავლო პროცედურები, სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები.
Sunday, May 8, 2016
მეხუთე დღე
მოვამზადეთ პრეზენტაცია ჩვენი სასწავლო პროექტისთვის, გადავიტანეთ დისკზე, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე და შევადგინეთ წინარეცოდნა, ვიმუშავეთ პროგრამა "პოვერ პოინტში", შევიტანეთ მასალა, გავეცანით საავტორო უფლებებს, გავეცანით გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებს.
Saturday, May 7, 2016
მე-4 დღე
დღეს განვსაზღვრეთ მიმართულების მიმცემი ძირითადი კითხვები, გავეცანით პროექტის შეფასების ფორმებს, შევავსეთ პროექტის დაგეგმვის შაბლონი.
Sunday, April 24, 2016
მესამე დღე
დღეს დავიწყეთ მე-2 მოდული, გავხსენით ეროვნული სასწავლო გეგმის საიტი, გამოვიყენეთ სტანდარტები, გავიხსენეთ ბლუმის ტაქსონომია, დავამთავრეთ ბუკლეტი.
Saturday, April 23, 2016
მეორე დღე
საინტერესო იყო ტრენინგის მეორე დღე. ვისწავლეთ მშობლის ბუკლეტის დაგეგმვა, დავიწყეთ ბუკლეტის შაბლონის შევსება, გადმოვწერეთ სურათები, ვისწავლეთ ბუკლეტების გაკეთება, კომენტარების გაკეთება.
Subscribe to:
Posts (Atom)